წესები და პირობები

გაეცანით ჩვენი საიტის წესებს

კონფიდენციალობის პოლიტიკა

მცდარბეჭდილმძებნის კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრულია ვებგვერდ www.spellchecker.ge-ისა (შემდგომში „ვებგვერდი“) და მისი ადმინისტრაციის მიერ ვებგვერდის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების ტიპი, მათი შეგროვების მიზანი, პირობები, დაცვის წესი და გარანტია; ასევე, მომხმარებელთა მიერ ვებგვერდზე განთავსებული ტექსტების დამუშავების წესი.




პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესი და გარანტიები

ვებგვერდის გამოყენება შეუძლია როგორც ვებგვერდზე რეგისტრირებულ, ისე არარეგისტრირებულ მომხმარებელს. ვებგვერდი მიჰყვება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტს. შესაბამისად, ვებგვერდის ადმინისტრაციას წვდომა აქვს რეგისტრირებული მომხმარებლის მინიმალურ პერსონალურ მონაცემებზე (მონაცემთა ტიპის შესახებ ინფორმაცია იხ. ქვემოთ). ვებგვერდზე არარეგისტრირებული მომხმარებლის ნებისმიერი აქტივობისას კი ვებგვერდის ადმინისტრაციას მხოლოდ დეპერსონალიზებულ მონაცემებზე მიუწვდება ხელი, რაც შეუძლებელს ხდის მათს დაკავშირებას მონაცემთა სუბიექტთან.

ვებგვერდის არსებული კონფიდენციალობის პოლიტიკა ვრცელდება აგრეთვე ვებგვერდის ადმინისტრაციის კონტრაქტორებზე, რომლებიც რაიმე ტიპის მომსახურებას გაუწევენ ვებგვერდს. კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ვებგვერდის განვითარებასთან ერთად, შესაძლოა, პერიოდულად შეიცვალოს და/ან დაიხვეწოს. მიუხედავად ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი მუდმივად იქნება შენარჩუნებული.




პერსონალურ მონაცემთა ტიპი

ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს საკუთარ სახელს, გვარსა და ელექტრონულ ფოსტას. ეს ინფორმაცია ვებგვერდის ადმინისტრაციის მიერ არ დამუშავდება მარკეტინგული ან სხვა მსგავსი მიზნებისთვის. რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტა შესაძლებელია დამუშავდეს მხოლოდ იმისთვის, რომ მომხმარებელს ეცნობოს ვებგვერდთან დაკავშირებული სიახლეები და/ან კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებანი.




მომხმარებლის მიერ შემოწმებული ტექსტის შინაარსზე წვდომა

ვებგვერდის ადმინისტრაცია, პერსონალურ მონაცემებთან ერთად, ასევე მაღალი პასუხისმგებლობით უდგება მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე განთავსებული ტექსტის შინაარსზე წვდომის საკითხს. ამიტომ მომხმარებლის მიერ ტექსტის ვებგვერდზე შესასწორებლად განთავსებისას მისი მთლიანი შინაარსი სერვერზე არ ინახება და, შესაბამისად, შეუძლებელია მისი რაიმე ფორმით გაცნობა/დამახსოვრება/გამოყენება. ტექსტი იქცევა ანბანზე დალაგებულ უნიკალურ სიტყვებად, რომლებიც მოწმდება სერვერზე არსებული არაზმნური და ზმნური სიტყვებისაგან ნაწარმოებ ფლექსიურ ფორმათა შესაბამისად, რომელთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულ მილიონს აღწევს.

ვებგვერდი მომხმარებლის აქტივობისას ინახავს მხოლოდ ჰეშირებულ იპ (IP)მისამართს (IP hash), რაც შეუძლებელს ხდის მომხმარებლის იპ (IP) მისამართის იდენტიფიცირებას.

ვებგვერდის დახვეწისა და განვითარების მიზნით ინახება მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდის მომხმარებლის მიერ დამატებულ ახალ სიტყვებსა და მცდარბეჭდილი სიტყვის სწორი სიტყვით ჩანაცვლებასთან. ხსენებული ინფორმაცია არასდროს გახდება ხელმისაწვდომი ისე, რომ მომხმარებლის რაიმე ფორმით პირდაპირი ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლეოდეს. ხსენებული მონაცემები მუშავდება მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად, გასაანალიზებლად და შესაფასებლად ვებგვერდის ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით.




ქუქი ჩანაწერები (Cookies)

ე.წ. ქუქი ჩანაწერები, რომელთაც განეკუთვნება ავტორიზაციის დაშიფრული მონაცემები, სტრიქონის ტექსტი და სხვ., ინახება მხოლოდ მომხმარებლის ბრაუზერის ადგილობრივ მეხსიერებაში და მასზე წვდომა ვებგვერდის ადმინისტრაციას არ აქვს.

ვებგვერდის მოხმარების სტატისტიკური ანალიზისათვის გამოიყენება Google Analytics-ის სისტემა, რომელიც ანონიმური იდენტიფიკაციის მიზნით მომხმარებლის ბრაუზერში ინახავს ქუქის.




კანონმდებლობასთან შესაბამისობა

ვებგვერდი არ შეიცავს ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას და ეს მუდამ ასე იქნება.

ვებგვერდის ადმინისტრაცია იცავს კონფიდენციალურობის აქ წარმოდგენილ პოლიტიკას, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას მონაცემთა გამჟღავნებაზე იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებელი ან გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო (მაგ., კიბერშეტევა, მესამე პირის სხვა სახის უკანონო ქმედება, ტექნიკური ხარვეზები და სხვ.) მომხმარებლის კონფიდენციალურობა დაირღვევა ან ვებგვერდის გამოყენების შედეგად მომხმარებლებს მიადგება სხვაგვარი ზიანი.

ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი რეგულირდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებშია დაშვებული მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების ისეთი დამუშავება, როგორიც პირდაპირ არ იქნება დაკავშირებული ვებგვერდის განვითარებასთან.




ვებგვერდზე რეგისტრაციისას, ასევე, მისი გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით აქ წარმოდგენილი კონფიდენციალურობის პოლიტიკით დადგენილ პირობებს.

თუ ფიქრობთ, რომ ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა არასრული, ან ხარვეზიანია, ან ვარაუდობთ, რომ შესაძლოა ირღვეოდეს თქვენი კონფიდენციალურობა, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@spellchecker.ge. ჩვენ გავეცნობით თქვენს შენიშვნებსა და წინადადებებს და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებთ მათ.